რესტორანში თავდამსხმელმა 8 ადამიანი მოკლა

რესტორანში თავდამსხმელმა 8 ადამიანი მოკლა

სულ მცირე 8 ადამიანია გარდაცვლილი ჩეხეთის ქალაქ უგერსკი-ბროდში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი სროლების შედეგად. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის ადგილობრივი მედია ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა სადილის შემდეგ სროლა მას დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

პოლიციას გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. თუმცა ქალაქის მერმა განაცხადა, რომ 60 წლამდე ასაკის თავდამსხმელმა, რომელსაც სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თავი მოიკლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა