"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა

"ისლამურმა სახელმწიფომ" სირიის ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა

ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ "როიტერი" სირიელი აქტივისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. სირიის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკარგულია 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალებიც და მოხუცებიც. მათივე მტკიცებით, ისინი ექსტრემისტებს ჰყავთ გატაცებული.

90 ქრისტიანის გატაცების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა. სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შემთხვევები ხშირია. ისინი იტაცებენ და ხოცავენ ქრისტიან მოსახლეობას. ამას გარდა, მათ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი უცხოელი ტყვე მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა