ორნელა მუტის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ორნელა მუტის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იტალიელ მსახიობ ორნელა მუტის, სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 600 ევროს გადახდა მიუსაჯა, წერს გამოცემა Messagero Veneto.

მსახიობი თაღლითობაში დაადანაშაულეს. როგორც გაირკვა, 2010 წელს იგი არ მივიდა სპექტაკლზე, სადაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. ჯარიმისგან თავის დაღწევის მიზნით, მსახიობმა თეატრის ხელმძღვანელობას ყალბი სამედიცინო ცნობა მიაწოდა, რომლის მიხედვითაც მას ლარინგოტრაქეიტის შეტევა ჰქონდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი ამ დროს რუსეთში, ვლადიმერ პუტინთან ერთად, საქველმოქმედო ვახშამზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადის მოხდის ნაცვლად, მუტის თეატრისთვის 30 000 ევროს გადახდა მოუწია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება