"რა მალე მოცოცხავს მშობლიურ რუსეთში, არც იცის" - ჩერგოლეიშვილი და ნადარეიშვილი ვილების შესახებ ყანდიაშვილის პოსტს პასუხობენ

"რა მალე მოცოცხავს მშობლიურ რუსეთში, არც იცის" - ჩერგოლეიშვილი და ნადარეიშვილი ვილების შესახებ ყანდიაშვილის პოსტს პასუხობენ

ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის " ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ახალაიებისა და სააკაშვილის ვილებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით, წყნეთში მდებარეობს.

ინფორმაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაიზიარა.

"თავისუფალი თაობა" ბოკერია, სააკაშვილისა და ახალაიების კუთვნილებაში არსებული სასახლეების ფოტომასალას ასაჯაროვებს.

მე გავაზიარე ის - რაც ოფიციალურად სააგენტომ გამოაქვეყნა და ორგანიზაციამ განაცხადა - არანაირი სხვა ვალდებულება არ მაქვს - გარდა ერთისა, ეჭვი შევიტანო ყველაფერში - რასაც მჩრიან ტვინში აგერ უკვე 25 წელია", - დაწერა ყანდიაშვილმა.

კოკა ყანდიაშვილის პოსტს ბაჩო ახალაიასა და გიგა ბოკერიას მეუღლეები - ანი ნადარეიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურნენ.

"ზუსტად ისევეა ეს სახლი ბოკერიასი, როგორც ეკონომიკური კრიზისია ქადაგიძის ბრალი.

რა მალე მოცოცხავს ყანდიაშვილი მშობლიურ რუსეთში - არც კი იცის.

მიშას სახლი ფხაკაძისაა <3 ჩემი ვისია არ ვიცი - გავიგებ )). რა საშინელი სახლი მიბოძეს. რა არის ეს, რა პატარა ფანჯრებია, რას გავს", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩერგოლეიშვილმა.

ანი ნადარეიშვილმა კი კომენტარი ყანდიაშვილის პოსტზე დატოვა.

ანი ნადარეიშვილი: ბატონო კოკა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ახალაიებს საერთოდ არანაირი აგარაკი და ვილა არა აქვთ, რაც შეეხება ამ სიცრუის ავტორებს ისინი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს, უკვე ვამზადებ სარჩელს. მესმის თქვენი პოლიტიკური ანგაჟირებულობა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი!

კოკა ყანდიაშვილი: ანი - მეც მესმის თქვენი პოკიტიკური და ოჯახური ანგაჟირებულობის - და მინდა ხაზგასმით მიგითითოთ, რომ მე მხოლოდ გავაზიარე ეს ინფორმაცია და ჩემი პირადი პოზიცია არ გამომიხატავს. არ ვიცი სიმართლეა თუ არა. მივესალმები თქვენს გადაწყვეტილებას - მიმართოთ სასამართლოს. პირადად მე - თქვენ წარმატებას გისურვებთ. გულწრფელად.

იხილეთ ასევე: "ეს არის ახალაიებისა და სააკაშვილების ვილები წყნეთში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს