მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა

მატვეი განაპოლსკი - ნემცოვის სიკვდილით მკვლელმა ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა

ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მატვეი განაპოლსკის აზრით, ნემცოვის მოკვლით მკვლელმა რუსეთის ნაციონალურ ლიდერს ვლადიმერ პუტინს ასიამოვნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით მატვეი განაპოლსკიმ განუცხადა, თუ არ ჩავთვლით ხადორკოვკის, რომელიც ქვეყნიდან დევნილია და ნავალნის, რომელიც დროს იზოლატორში ატარებს, ბორის ნემცოვი იყო ჯერაც დაუპატიმრებელი ოპოზიციის ნამდვილი ლიდერი და ნიშანდობლივია ისიც, რომ მისი მკვლელობა ოპოზიციური მარშის "გაზაფხულის" წინ მოხდა.

"ეჭვი მეპარება, რომ პუტინს პირადად გაეცა ბრძანება ნემცოვის ლიკვიდაციაზე, მაგრამ თუ იქნა ნაპოვნი მკვლელი, ის იქნება ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთის ნაციონალური ლიდერის პუტინისათვის სასიამოვნო რამ გაეკეთებინა", - აცხადებს მატვეი განაპოლსკი.

კითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს ნამდვილი მკვლელი, მატვეი განაპოსლკი თავადვე პასუხობს "ეს ის ატმოსფეროა, რომელიც დღეს რუსეთში სუფევს და რომელიც გაჯერებულია სიძულვილით, განსხვავებული აზრის დევნის სურვილით, მტრის ძიებით და მათ მიმართ სიძულვილით, ვისაც სახელისუფლებო პროპაგანდის წყალობით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამერიკელების, ანაც დასავლეთის მიერ ნაყიდ ადამიანებად მიიჩნევს".

განაპოლსკი ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის გარდაუვალობის საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მას არ მოკლავდნენ, მოკლავდნენ ვინმე სხვას, ვინაიდან "დღეს რუსეთის მთავარი ტრენდია - იფიქრე მტერზე, განსაზღვრე მტერი, იპოვე მტერი და მოკალი მტერი".

ცნობილი პუბლიცისტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეეცდება ნემცოვის მკვლელობა წარმოაჩინოს როგორც საყოფაცხოვროებო დონეზე გარჩევა. "ასეთი რამ რუსეთში არაერთხელ მომხდარა. პუტინმა უკვე გამოუცხადა სამძიმარი ნემცოვის ოჯახს, მეტიც, ამბობენ იგი ნემცოვის დედას ტელეფონით პირადად ესაუბრა.

ვინც არ უნდა იყოს ნემცოვის მკვლელი, პუტინს ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ხოდორკოვსკიზე ამბობდა, რომ მას ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი, ეს სიტყვები უპირველესად თავად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის", - დასძინა "ინტერპრენიუსთან" საუბრისას მატვეი განაპოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა