"ამ მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინი დგას..." - რას ფიქრობენ ნემცოვის მკვლელობაზე რუსეთში

"ამ მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინი დგას..." - რას ფიქრობენ ნემცოვის მკვლელობაზე რუსეთში

"კრემლის კედელთან დახვრეტილი ნემცოვი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ რუსეთს ზურგში ესროლა"

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ნემცოვს არ უთვალთვალებდნენ, მით უფრო, ამ დროს, როდესაც ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავდა."

"ბორისი პერიოდულად იღებდა ანომიმურ მუქარებს სოციალურ ქსელში, მაგრამ ამას მნიშნველობას არ ანიჭებდა"

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკვლელობის არერთი ვერსი ვრცელდება, თუმცა რუსი საზოგადოების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებულია, რომ მომხდარში პუტინის რეჟიმია დამნაშავე. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა "ტვიტერით" გაავრცელა შეტყობინება: "მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, ციდან ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი. ახლა ბორისია მოკლული.... როგორც ყოველთვის, კრემლი დაადანაშაულებს ოპოზიციას, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს, ან ვინმე სხვას".

როგორია რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტკოსების დამოკიდებულება ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანის თქმით, ნემცოვის სიკვდილი შესაძლოა რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების წინაპირობა გახდეს, თუმცა ეს ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრემლის საომარი რიტორიკითა და ძლევამოსილი "დერჟავის" ოდეით ისეა გაჟღენთილი ნემცოვს სახელმწიფოს მტრადაც კი მიიჩნევდა...

კონსტანტინ ბოროვოი, პოლიტოლოგი:

- ვერავინ დამაჯერებს, რომ ნემცოვს არ უთვალთვალებდნენ, მით უფრო, ამ დროს, როდესაც ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავდა. ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსულ პოლიტიკაზე, უბრალოდ ვერ წარმოიდგენს, რომ ნემცოვისნაირი ოპოზიციური ფიგურა, შესაბამისი ორგანოების ყურადღების ცენტრში არ იქნებოდა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა