ბორის ნემცოვის პატივსაცემად გასამართი სამგლოვიარო მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს

ბორის ნემცოვის პატივსაცემად გასამართი სამგლოვიარო მარშის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს

ბორის ნემცოვის პატივსაცემად გასამართი სამგლოვიარო მარშის მონაწილეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მოქალაქეები სლავიანსკის მოედანთან იკრიბებიან. სამგლოვიარო მარშის მონაწილეებს ხელში რუსეთის დროშები, მოკლული პოლიტიკოსის ფოტოები და ყვავილები უჭირავთ. მსვლელობა მოსკოვის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

რუსი ოპოზიციონერები პირველ მარტს ანტიკრიზისული მარშის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა, ნემცოვის მკვლელობის გამო აქციის ჩატარება გადაიდო. მოგვიანებით ორგანიზატორებმა მოსკოვის მერიაში მოლაპარაკებები გამართეს და დედაქალაქის მთავრობა ანტიკრიზისული მსვლელობის ნაცვლად სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე დაითანხმეს. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში ორი დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა