მოსკოვის ცენტრში, ბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნემცოვის მკვლელობის ადგილზე სიტყვით გამოვიდა პარტია "პარნასის" თანათავმჯდომარე, მიხეილ კასიანოვი. მან განაცხადა, რომ რუსეთის დემოკრატიული ძალები სიმართლისა და თავისუფლებისთვს ბრძოლას გააგრძელებენ, რომელსაც ნემცოვი აწარმოებდა
სამგლოვიარო მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მოსკოვის მილიციის მონაცემებით კი მარშის მონაწილეების რაოდენობა 16 ათასზე მეტი იყო.
სამგლოვიარო მარში მოსკვორეცკის ხიდთან დასრულდა, სადაც რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2 დღის წინ მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სამგლოვიარო მარშები მოსკოვის გარდა სანკტ-პეტერბურგში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რუსეთის საელჩოების წინ გაიმართა.
ფოტო: Телеканал "ДОЖДЬ"