"ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!" - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში ეხვევა

"ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!" - ტელეწამყვანი მორიგ სკანდალში ეხვევა

განახლება| რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სიუჟეტზე, რომლის გამო ადვოკატმა გრიგოლიას გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი უწოდა

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თაღლითს უწოდებს. ადვოკატი აცხადებს, რომ "იმედის კვირაში" მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლიჯეს. ადვოკატსა და ტელეწამყვანს შორის, გადაცემის დასრულების შემდეგ, დისკუსია "ფეისბუქზე" შედგა.

ირაკლი ზაქარეიშვილი: თაღლითო ინგა გრიგოლია - სად არის თათუხაშვილის თემა, რისთვისაც ჩემთან ინტერვიუზე გამოუშვი ბელა ზაქაიძე?

ვაცხადებ, რომ "tv იმედს" ინტერვიუ მივეცი შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით და სიუჟეტის დანარჩენ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია.

იმედის ეთერში გაშვებული სიუჟეტი არის სრულიად პროვოკაციული!

პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის მიმართ წამება და ჩვენების გამოძალვა განახორციელა ზურაბ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებით! ამ საკითხზე მივეცი "იმედს" ინტერვიუ, რაც არ გააშუქეს, ხოლო ჩემი კომენტარდან გაუშვეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ორიოდე ფრაზა!

კომემტარის მიცემისას ვთქვი, რომ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების ხელშეწყობით იქნა ჩადენილი ის დანაშაული, რაც პროკურატურამ განახორციელა შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ!

"tv იმედის" სიუჟეტი არის პროვოკაციული და სიუჟეტის თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია!

ინგა გრიგოლიას თაღლითური მანიპულაციის სამხილებლად, ავტვირთავ და გამოვაქვეყნებ ჟურნალისტსა და ჩემს შორის შემდგარი საუბარს და ინტერვიუს, რომელიც მას მივეცი.

(ბელა ზაქაიძეს ვუთხარი და ჩანაწერშიც ჩანს, რომ ინგა გრიგოლიას არ ვენდობი და ვითხოვ პირდაპირ ეთერს... მან დამარწმუნა რომ პროვოკაციული არაფერია და იქნება თათუხაშვილის თემა).

ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!

ინგა გრიგოლია: უკაცრავად, რეკლამის დროს ვნახე თქვენი პოსტი...მე არც ამ გადაცემის პროდუსერი ვარ, არც ის ვიცი, რომელი ჟურნალისტი ვისგან იღებს კომენტარს და საერთოდაც ეს არაა ჩემი საავტორო გადაცემა...თაღლითის ძახილს რაც შეეცება,ბოდიში მოიხადეთ და კორექტულად ილაპარაკეთ.მე ,,რეაქციას,, ვგეგმავ და პასუხისმგებელი ვარ ჩემს საავტორო გადაცემაზე,კვირის ეთერს სხვები გევმავენ და მათ ჰკიტხეთ,თუ რამე არ გავიდა...მისამართი შეგეშალათ

ირაკლი ზაქარეიშვილი: ჩემი და არამარტო ჩემი შეფასებით ხარ თაღლითი და ამას პირშიც გეტყვი! შენ ხარ პროკურატურის "პრესცენტრი" , ხოლო შენი გადაცემა არის "პროკურატურის სატელევიზიო ფილიალი"! ძალიან ბევრი რამისთვის მოგიწებვს პასუხის გაცემა თავის დროზე! მიმაჩნია, რომ საბჭოური პროპაგანდისა და გესტაპოს ჟურნალისტიკის ნაზავ პროდუქტს - ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი გაგაჩნია! "დიშოვი" მანიპულაციებით ცდილობთ ხელისუფლებისა და პროკურატურისათვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც დანაშაულში თანამონაწილეობაა! უსათუოდ მოგეკითხებათ! ვერც ჟურნალისტის ამპლუას ამოეფარებით და ვერც "პროდიუსერებს"!

ინგა გრიგოლია: ვაი შენს პატრონს....)))))))მიგაბლოკავ ეხლა და გაქრი რა.

ირაკლი ზაქარეიშვილი: საკუთარ "პატრონებს" მიხედე, ჟულიკების დედოფალო!

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო დისკუსია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს