"პუტინმა ისეთი ძალები გამოაღვიძა, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია"

"პუტინმა ისეთი ძალები გამოაღვიძა, რომელთა გაკონტროლება შეუძლებელია"

"რუსული იმპერიული იდეოლოგია ახალ კოშმარს გვპირდება ყველას და ამ ახალ კოშმარსაც მომხიბლავი სახელი ექნება"

"როდესაც მავანი პრემიად ათიათასობით ლარს იღებს, ეს უკვე ფსიქოლოგიურად აუფასურებს ფულს"

რუსეთი სულ უფრო და უფრო საშიში ხდება მსოფლიოსთვის და ამას დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერები უკვე აღარ მალავენ. მსოფლიო საზოგადოებრიობას თავზარი დასცა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობამ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, შესაძლოა, ამ ტრაგედიამ რუსეთში პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო განწყობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი, თუმცა, ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი. უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, მოსალოდნელია საქართველოსა და მოლდავეთზე რუსეთის ზეწოლა. რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ამჯერად კრემლმა საქართველოს წინააღმდეგ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ლარის გაუფასურების გამო კიდევ უფრო დამძიმდა და მმართველი კოალიცია დამაჯერებლად არ გამოიყურება. ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო საფრთხეებზე ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრეთ:

- ნდობის პრობლემა ხელისუფლებას უკვე აქვს. ეს ბუნებრივიცაა. როდესაც ამომრჩეველს რაციონალიზმი აკლია და იოლად ახდენს პოლიტიკური ფიგურის მითოლოგიზებას, ვინმეს მიმართ ნდობა არანორმალურ ხარისხს აღწევს. სამწუხაროდ, ეს ჩვენთან ხშირად ხდება. არჩევნების შემდეგ იწყება გამოფხიზლება და ნდობაც თანდათან იკლებს. ამ დროს მთავარია, ეს კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებისადმი ნდობის შემცირება უფრო აშკარა იქნებოდა, რომ არა "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა და მისი ლიდერების მცდელობა, ოპოზიციის ავანგარდში იყვნენ. აშკარაა, რომ სწორედ ისინი თამაშობენ დღეს ხელისუფლებისათვის მეხამრიდის როლს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა