მიხეილ სააკაშვილი - მიკვირს, რომ ბორის ნემცოვი ამ დრომდე არ მოკლეს

მიხეილ სააკაშვილი - მიკვირს, რომ ბორის ნემცოვი ამ დრომდე არ მოკლეს

მიკვირს, რომ ბორის ნემცოვი ამ დრომდე არ მოკლეს, - ეს კომენტარი საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა "სიენენის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე გაიხსენა ბორის ნემცოვთან ბოლო შეხვედრა კიევში, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. "ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ვინაიდან ის ამზადებდა მოხსენებას უკრაინაზე. სადილის დროს მან მკითხა, თუ რატომ ვიყავი დაცვის გარეშე და გამაფრთხილა, რომ არასოდეს წავსულიყავი სადმე მარტო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის სწორედ პირადი დაცვის გარეშე იყო, როდესაც მოკლეს. მსგავს ვითარებაში ბევრი დაიღუპა. როდესაც საქმე გაქვს "მაფიოზურ" მთავრობასთან, აღარ არის გასაკვირი მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა