ბარაკ ობამა ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლას ეხმაურება

ბარაკ ობამა ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლას ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კონგრესში გამოსვლას ეხმაურება. "ბიბისის" ცნობით, ობამამ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პოროგრამასთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს საერთაშორისო "ექვსეულისთვის" ალტერნატიული გზა არ შეუთავაზებია. აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას ცდილობს. კერძოდ, "ექვსეული" თეირანს ურანის გამდიდრების პროცესის შესუსტების სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების მოხსნას სთავაზობს. თუმცა, მოლაპარაკებები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

ისრაელის პრემიერმა გუშინ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. მისივე თქმით, თეირანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს. ისრაელის პრემიერი კონგრესში რესპუბლიკელებმა მიიწვიეს, რასაც დემოკრატების და აშშ-ის მთავრობის გაღიზიანება მოჰყვა. თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელის პრემიერის კონგრესის წინაშე გამოსვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას გამოიწვევს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა