როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''

როგორ შეხვდნენ კოლეგები რატი დურგლიშვილის სოლოკარიერას - ''იყო ცინიკური კომენტარები...''

წლების განმავლობაში რატი დურგლიშვილმა მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტ ''ჯორჯიას'' შემადგენლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოიპოვა პოპულარობა, როდესაც ''ახალ ტალღაზე'' გაიმარჯვა. მსმენელისთვის მოულოდნელი იყო დუეტის დაშლა, ამის შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა, მაგრამ მერე აღმოჩნდებოდა, რომ ხმები დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მცირე ხნის წინ კი რატიმაც და მაკამაც ცალ-ცალკე გზა აირჩიეს.

- დუეტი ''ჯორჯია'' არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო მაკას, მაია ყიფიანს, ლელა წურწუმიასა და ბიძინა ბარათაშვილს. მე რომ მხოლოდ მომღერალი ვიყო და არა სიმღერების ავტორი, დავკმაყოფილდებოდი ჯგუფით, დუეტით, მაგრამ შემოქმედი ადამიანისთვის რთულია, წლები ერთი და იგივე აკეთო. დუეტი სპეციფიკურია, აუცილებელია ტონალობის, სიმღერის შერჩევა. ჩემი და მაკას ხმები ცოტა არ ეთავსებოდა ერთმანეთს და ჩვენი ძლიერი შრომის შედეგი იყო, რომ მეტ-ნაკლებად ყველა სიმღერა კარგად ჟღერდა, ხან მე მივდიოდი დათმობაზე, ხან - მაკა. დუეტს აქვს ერთი ხაზი, პარტნიორთან მუშაობა. ძალიან მიყვარს ''ჯორჯიას'' რეპერტუარი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში საკუთარი 65 სიმღერა დამიგროვდა, გარდა ამისა, კლიპისთვის უამრავი იდეა და ზოგადად, შემოქმედებითი იდეები. ძალიან ბევრი კარი გამეხსნა ჩემი შემოქმედების ჩვენებით. ავტორ-შემსრულებელი ცოტა სხვა მიმართულებაა.

- ვიცი, რომ უცხოელ პროდიუსერებთან თანამშრომლობ.

- ამერიკელებთან ვმუშაობ. საბედნიეროდ, ისინი ჩემი შემოქმედების უდიდესი თაყვანისმცემლები გახდნენ. კინომუსიკა რომ მოვასმენინე, რითაც ცალკე ალბომის გამოცემას ვაპირებთ, მიხვდნენ, რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო (იღიმის). თანაც, მნიშვნელოვანია, რომ მე არა მხოლოდ ვწერ სიმღერას, არამედ არანჟირებასაც თავად ვქმნი, შემდეგ კი მასალას, ე.წ. ''ბალვანკას'' ვაგზავნი და უცხოურ ხმის ჩამწერ სტუდიაში მზადდება კომპოზიცია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება