"ოსკარული" კულისების ქართული გაგრძელება - საზეიმო მიღება ხელოვნების სასახლეში და რა დარჩა კადრს მიღმა ლოს-ანჯელესში

"ოსკარული" კულისების ქართული გაგრძელება - საზეიმო მიღება ხელოვნების სასახლეში და რა დარჩა კადრს მიღმა ლოს-ანჯელესში

ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმ "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარის ცერემონიიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღება გამართა. ღონისძიება ხელოვნების სასახლეში მოეწყო. სასახლის ეზოში წითელი ხალიჩა იყო დაფენილი, გამოფენილი იყო შემოქმედებითი ჯგუფის აშშ-ში გადაღებული ფოტოები.

მიღებაზე ლოს-ანჯელესში განცდილი ემოციების შესახებ ისაუბრეს ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და მსახიობმა მიშა მესხმა. საკმაოდ ბევრი იხუმრეს ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე მიშა მესხის ჩაძინების გამო. ამ უკანასკნელმა მიღებაზე თავი არაერთხელ მოიმძინარა.

ზაზა ურუშაძე: "ვთქვა? ხალხს ჰგონია, რომ მიშას დაეძინა 10 წუთით, სინამდვილეში, მიშას მთელი ცერემონიის განმავლობაში ეძინა. არ ეძინა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ნომინაციას აცხადებდნენ, რადგან ემზადებოდა, იქნებ ავიდე სცენაზეო და რომ არ გამოვიდა ეს ამბავი, ძალიან მაგრად დაეძინა. ხვრინავდა, ჩემს მხარზე ჰქონდა თავი. საცოდავად გადაღლილი იყო. ორი დღე იმგზარა, მაინც არ უნდა დაძინებოდა, სასაცილოა, სირცხვილია რომ დაეძინა, რაზეა საუბარი. მოჰიტო თუ რაღაც ჯანდაბა დალია და ჩემს მხარზე დაეძინა. ოსკარების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, 87 ცერემონიის მანძილზე, პირველად ვიღაცას ეძინა ამ სასწაულ ცერემონიალზე".

მიშა მესხი: "თავიდან ძალიან ვნერვიულობდით, ტელევიზორიდან ყურება ბევრად მირჩევნია, რადგან ყველაფერი რეგლამენტით არის გაწერილი. ალბათ ნაკლებად ეფექტურია შიგნიდან რომ უყურებ. ჩარჩოებში ხარ მოყოლილი. მოვკვდი ნერვიულობით, დავიბრიდე, მერე გადავთვერი კიდევაც, ყველა სართულზე ბარებია. ვიღაცები ჩალიჩობენ პიარზე. დავიძინე და მთელმა მსოფლიომ ნახა ჩემი ძილი. სრულიად არ მრცხვენია, ჩემო კარგებო. ჩვენს ნომინაციამდე გავუძელი, მერე ჩამეძინა და არ მრცხვენია. მეძინა ჯიგრულად, ძალიან ტკბილად მეძინა. როგორც გინდათ ისე გაიგეთ".

ღონისძიების დასასრულს, "ოსკარის ქანდაკებითა" და "წითელი ხალიჩით" დამშვენებული ტორტი გაიჭრა. მიშა მესხმა ტორტთანაც ჩამოდო თავი და კიდევ ერთხელ "ჩაიძინა".

ნატალია დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება