აშშ-ს ელჩს თავს დაესხნენ და სახე დაუსერეს

აშშ-ს ელჩს თავს დაესხნენ და სახე დაუსერეს

აშშ-ს ელჩს სამხრეთ კორეაში თავს დაესხნენ და სამართებლით სახე დაუსერეს. მარკ ლიპერტზე თავდასხმა დედაქალაქ სეულში მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კორეულ ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებდა.

იგი 55 წლის კიმ ჯონგია. როგორც ცნობილია თავდამსხმელი გაჰყვიროდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა უნდა გაერთიანდეს და გახდეს დამოუკიდებელი.

კიმ ჯონგი 2010 წელს იაპონიის ელჩზე თავდასმისთვის გასამართლდა. იმისათვის, რომ ელჩს ბეტონის ფილა ესროლა, ციხეში ორი წელი გაატარა. მას ამის შესახებ წიგნი აქვს დაწერილი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა