შორენა ბეგაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი საცურაო აუზზე ჩაიკეტნენ - რა კავშირშია რუსული "კომედი შოუს" ვარსკვლავი ქართველ ლამაზმანებთან

შორენა ბეგაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი საცურაო აუზზე ჩაიკეტნენ - რა კავშირშია რუსული "კომედი შოუს" ვარსკვლავი ქართველ ლამაზმანებთან

12 მარტს კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმი გამოვა, სადაც ქართველ მსახიობებთან ერთად, რუსული "კომედი შოუს" ვარსკვლავიც თამაშობს. ახალი ფილმის დეტალებზე "ამბები.გეს" პროდუსერი ქეთი მიქანაძე ესაუბრება.

- ფილმს ჰქვია "3+3", რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია, სცენარის ავტორი კი ნიკა რამიშვილი. ფილმის შინაარსი ასეთია, სამი დაქალი, რომლებიც ძმაკაცების ცოლები არიან, გადაწყვეტენ 8 მარტი ქმრების გარეშე აღნიშნონ. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ შორენა ბეგაშვილი, ნათია წიწილაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, კოტე თოლორდავა, პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია. სიუჟეტის მიხედვით, დაქალები გადაწყვეტენ 8 მარტი გაატარონ ქმრების გარეშე და მარტო გაერთონ. მთელი დღე ემზადებიან ამისთვის და საბოლოოდ საცურაო აუზზე ჩაიკეტებიან. იქ სასაცილო ისტორიები ვითარდება, რასაც მაყურებელი კინოთეატრებში იხილავს.

- ფილმში თამაშობს რუსული "კომედი შოუს" ვარსკვლავი ალექსანდრ რევა, როგორ დაითანხმეთ როლზე?

- დაახლოებით ერთი თვე გვქონდა მიმოწერა. ის საქართველოში პოპულარულია არტურ პიროჟკოვის როლით. ის რთულად თანხმდება ფილმებს. ირაკლი ფირცხალავა დაგვეხმარა, რომელმაც ლამაზად აღუწერა საქართველო და ერთი დღით ჩამოვიდა საქართველოში. გადავიღეთ ფილმში, ქართულ რესტორანში დავპატიჟეთ და შემდეგ დაბრუნდა რუსეთში. რეალურ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ადამიანია. კიდევ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, კლიპში უნდა გადავიღოთ, ასევე, შესაძლოა ქართული "კომედი შოუს" სკეტჩებშიც იხილოთ. სცენარის მიხედვით, მისი პერსონაჟი აფერისტია, რომელიც ყველა პროფესიას ერგება.

- დიდი ჰონორარი მოითხოვა?

- არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან ამის დაკონკრეტება. როგორც თავად ამბობს, ფაქტობრივად, უფასოდ ჩამოვიდა. საქართველოსთვის ეს კარგი ჰონორარია, მაგრამ რუსეთისთვის - მიზერული. ის ადრეც არის ნამყოფი საქართველოში, ბავშვობა აფხაზეთში აქვს გატარებული და გვითხრა, რომ ტკბილი მოგონებები აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან. არ ეგონა, აქ ასეთი პოპულარული თუ იქნებოდა. როგორც კი გამოვედით აეროპორტიდან, ხალხი ცნობდა და სურათების გადაღებას სთხოვდა. წარმოშობით უკრაინელია, რუსეთის პასპორტს არ იღებს. როგორც ამბობს, თავად პუტინმა შესთავაზა რუსული პასპორტი, მაგრამ უარი თქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება