ყველაზე სასიამოვნო მოვლენა...
ჩემი დაბადება ყველაზე სასიამოვნო მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, სამწუხაროდ, თავად არ მახსოვს და სხვები მიყვებიან მის შესახებ. გავჩნდი ხუთის ათ წუთზე.
ბავშვობა 90-იან წლებში...
''როცა წვიმდა, დედაჩემი ქოლგით მიშვებდა სკოლაში და ეგ მიიჩნეოდა ყველაზე სამარცხვინო ამბად. მაგის იქით მხოლოდ რეიტუზები და კედელი იდგა. ჰოდა, როგორც კი მოსახვევს გავცდებოდი, ვკეცავდი ამ ქოლგას და ერთი მიტოვებული სახლის წინ, ძველი ფოსტა-გაზეთების ყუთი რომ იყო, იმის უკან ვჩურთავდი და მივდიოდი სკოლაში, ვითარცა გმირი.''
90-იანი წლების საქართველოს ისტორია ყველამ კარგად იცის. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ბავშვებზე აისახა. მათ შორის ჩემზეც. როცა ასაკით პატარა ხარ, უბედურებებს მარტივად უმკლავდები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყოველი მოვლენა ჩვენს არსებაში ილექება და ზრდასრულობისას სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს.
ოჯახი და მისი როლი ჩემს ცხოვრებაში
16 წლის ასაკში წამოვედი სახლიდან, მას მერე ოჯახის წევრებთან გაიშვიათებული ურთიერთობა მაქვს, რადგან ისინი ოზურგეთში ცხოვრობენ. ჩემს პროფესიულ არჩევანზე გავლენა სწორედ მათ მოახდინეს. ოჯახში მაძალებდნენ წიგნების კითხვას. ამისთვის მადლიერი ვარ.
საყვარელი წიგნები
ნაწარმოები ღირებულია, თუ მას წერს ნიჭიერი მწერალი, ამას მოსდევს, რამდენად განათლებულია ავტორი და აქტუალურია თუ არა არჩეული თემა.
ბოლოს ხელმეორედ წავიკითხე მიშელ უელბეკის ''ბრძოლის ველის გავრცობა."
საყვარელი წიგნებია: ''ვეფხისტყაოსანი," ''მობი დიკი" ''ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი."
როგორი მინდა ვიყო...
ადამიანები გარკვეულწილად შეგუებული ვართ იმას, როგორ გამოვიყურებით და ინტელექტუალურად განვითარების რამხელა პოტენციალი გვაქვს. მე დიდად უკმაყოფილო არ ვარ.
განაგრძეთ კითხვა