"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყის ისტორიულ ქალაქ ჰათრას ანადგურებენ

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერაყის ისტორიულ ქალაქ ჰათრას ანადგურებენ

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ამჯერად ერაყის ისტორიული ქალაქის, ჰათრას განადგურება დაიწყეს. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ქალაქი ჰათრა 2 000 წლის წინ დაარსდა და ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ისლამისტი რადიკალების მხრიდან ეს კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ მათ ბულდოზერებით გადაუარეს უძველეს ქალაქ ნიმრუდსაც. გასულ კვირას კი ექსტრემისტებმა ქალაქ მოსულში უძველესი არტეფაქტები გაანადგურეს.

იუნესკო მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა