მსახიობების ყველაზე უაზრო სამადლობელი სიტყვები ''ოსკარზე''

მსახიობების ყველაზე უაზრო სამადლობელი სიტყვები ''ოსკარზე''

''ოსკარის'' გადაცემის მორიგი ცერემონია დასრულდა, ისტორიას დაუტოვა წითელ ხალიჩაზე გამოსული მშვენიერი ვარსკვლავები, უმაღლესი ჯილდოები, ეფექტური გამოსვლები და რასაკვირველია, სამადლობელი სიტყვებიც. წელს ყველაზე შთამბეჭდავად პატრიცია არკეტის სიტყვა აღიარეს.

ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ''ოსკარით'' დაჯილდოებულმა ვარსკვლავმა თავის სამადლობელ სიტყვაში არა მხოლოდ ოჯახის წევრები, კოლეგები და სრულიად გადამღები ჯგუფი მოიხსენია, არამედ ცეცხლოვანი სიტყვა წარმოთქვა სუსტი სქესის მხარდასაჭერად: ''მადლობა ყველა ქალს, რომელთაც სიცოცხლე მისცეს ბავშვებს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით სხვა ადამიანების უფლებებისთვის. ახლა დადგა დრო, ვთქვათ, რომ ქალებმა მამაკაცების თანაბარი ანაზღაურება უნდა მიიღონ და აშშ-ში მამაკაცების თანასწორი უფლებები უნდა ჰქონდეთ!'' - პატრიციას ამ სიტყვებს დარბაზი ოვაციებით შეეგება.

თუმცა ''ოსკარს'' არა მხოლოდ შთამბეჭდავი და სერიოზული, ფრიად უაზრო და განსაცვიფრებელი სიტყვებიც ახსოვს. სწორედ მათ გავიხსენებთ ამჯერად:

მარტინ სკორსეზე, საუკეთესო რეჟისორი, ''ოსკარი'' ფილმისთვის ''მიცვალებულები'' (2007): ''მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. თუ შეიძლება, თუ შეიძლება. მადლობა. მადლობა. თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, კონვერტში მართლა ჩემი სახელია?''

ჰილარი სუონკი, ქალის როლის საუკეთესო შესრულება ფილმში ''მილიონდოლარიანი გოგონა'' (2005): ''არ ვიცი, რა გავაკეთე, რომ ეს დამემსახურებინა. მე უბრალოდ გოგო ვარ ტრეილერიდან, რომელსაც ჰქონდა ოცნება. განსაკუთრებული მადლობა ქმარს: როლისთვის მზადებისას ხშირად მიწევდა სპარინგ-პარტნიორობას ან უბრალოდ მსხლის როლში გამოდიოდა''.

კიმ ბესინჯერი, ''ოსკარი'' მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში ''ლოს-ანჯელესის საიდუმლოებები'' (1998): ''ო ღმერთო, დიახ! მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც შემხვედრია ცხოვრების გზაზე!''

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება