იაპონიში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა

იაპონიში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა

იაპონიის ქალაქ სუმოტოში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 50 და 60 წლის ორი ქალის და ასევე 60 წლის ერთი მამაკაცის ცხედარი ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა. მოგვიანებით კი მეზობელ შენობაში დაახლოებით 80 წლის ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავე უკვე დააკავეს, ის იმავე ქალაქის მცხოვრები 40 წლის უმუშევარი მამაკაცია. პოლიციამ მის ტანსაცმელზე სისხლის კვალი შენიშნა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა