მსახიობებს ივანიშვილისგან რამდენიმე ათასლარიანი დახმარება შეუწყდათ? - "აჟიოტაჟის საბაბს ვერ ვხედავ"

მსახიობებს ივანიშვილისგან რამდენიმე ათასლარიანი დახმარება შეუწყდათ? - "აჟიოტაჟის საბაბს ვერ ვხედავ"

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობებს ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია შეუწყდათ. ამის შესახებ  თეატრალურ წრეებში დიდი ხანია საუბრობენ. ამბობენ, რომ თანხის ჩარიცხვას ზოგ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო აფერხებს. იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თანხების დაბალანსება ხდება, კერძოდ, მათ, ვისაც ფონდი "ქართუსგან" რამდენიმე ათასლარიანი დახმარება ერიცხებოდა, ახლა შემცირებულ თანხას მიიღებს.

Ambebi.ge ნინელი ჭანკვეტაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაეგო, რა გახდა დაფინანსების შეფერხების, თუ მოსხნის მიზეზი.

- ქალბატონო ნინელი, მართლა მოეხსნათ მსახიობებს ბიძინა ივანიშვილის დახმარება?

- ჭორებს ნუ აყვებით.

- შეწყდა, თუ არა?

- ვერ გიპასუხებთ. "ქართუში" დარეკეთ და იქ გაიგებთ. მე არ მაქვს ინფორმაცია სტიპენდიის შეწყვეტის თაობაზე.

- თქვენც გერიცხებათ ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია, ჩვეულებრივად აიღეთ ეს თანხა?

- არ ამიღია, მაგრამ არის ობიექტურ მიზეზები. რომც არ ავიღო, არაფერს ვიტყვი. უნდათ, მომცემენ ამ სტიპენდიას და უნდათ არა. ეს "ქართუ" ჯგუფს ჰკითხეთ, შეწყდა თუ არა.

- თეატრალურ წრეებში განგვიცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე თვეა შეფერხებით, დაგვიანებით ირიცხება ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია და ამაში კულუტურის სამინისტროს ადანაშაულებენ. არის თუ არა ეს მართალი?

- კი, შეფერხებულია. ასე ამბობენ. მე ასეთ რაღაცებზე შეკითხვა არასდროს დამისვია და ვერც ახლა დავიწყებ, რომ მჩუქნიდი, თუ რომ მაძლევდი, ახლა მაძლევ თუ არა ამ თანხას-თქო. ხელფასსაც არ ვკითხულობ რამდენი მაქვს. ვიცი, რომ დარეგულირების მოლოდინში არიან თეატრები. ბიძინა ივანიშვილის ნებაა, რა მოხდება. აჟიოტაჟის საბაბს ვერ ვხდავ. მსახიობებს შემოსავლის სხვა წყარო არ გვაქვს და ეს დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის. სულ იმას ვნატრობ ქვეყანა დადგეს იმ გზაზე, რომ 60 წლის დამსახურებულ არტისტს არავის დახმარება აღარ დასჭირდეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge "ქართუ"-ს საქველმოქმედო ფონდს დაუკავშირდა.

იხილეთ სტატია| რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება