სირიაში აშშ-ის კოალიციურმა ჯარებმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს შეუტიეს

სირიაში აშშ-ის კოალიციურმა ჯარებმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს შეუტიეს

სირიის ჩრდილოეთ რეგიონში აშშ-ის კოალიციურმა ჯარებმა ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს შეუტიეს და მათ მიერ დაკავებულ ნავთობქარხანაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. "ბიბისის" ცნობით, დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის არიან როგორც ჯიჰადისტები, ასევე ნავთობსაბადოს თანამშრომლები. ისლამისტ მებრძოლებს ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე არაერთი ნავთობსაბადო და ქარხანა აქვთ დაკავებული. შედეგად, გასულ წელს ნავთობის გაყიდვით "ისლამურმა სახელმწიფომ" 100 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა