ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...

ხატია შამუგიას თავისუფლება, სიყვარული და ბედისწერა...

"გიორგი ერთადერთი ბიჭი იყო, რომელმაც მითხრა, - არ მიყვარხარო"

ხატია შამუგია ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ყოველთვის გამოირჩეოდა გულწრფელობით და მისი ეს თვისება ამ ინტერვიუშიც იგრძნობა.

როდის ჯიუტდება, ვინ იყო მისი პირველი სიყვარული, როგორი უნდა იყოს მამაკაცი და რის გამო იტირა ბოლოს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დავიბადე...

- ...1977 წლის 10 აგვისტოს, ქალაქ თბილისის #1 სამშობიაროში.

- ბავშვობაში ვოცნებობდი...

- ...მსახიობი ვყოფილიყავი. სულ სარკის წინ ვიდექი, ვიპრანჭებოდი, ხან დედოფალი ვიყავი, ხან - პრინცესა. ასეთი როლები მიზიდავდა. დრამატულ წრეზე დავდიოდი. დაახლოებით 10 სპექტაკლში მაქვს ნათამაშები. მსახიობობა პროფესიად რატომ არ ავირჩიე? - ის პერიოდი დაემთხვა, კლასები ჰუმანიტარულ და ტექნიკურ ჯგუფებად რომ დაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ მატემატიკას კარგად ვსწავლობდი და დედას მასწავლებელმაც უთხრა, ეს ბავშვი არ დაღუპოთ, ჰუმანიტარულ ჯფუფში არ გადაიყვანოთო, არჩევანი მაინც ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაკეთე. თეატრი დღესაც ძალიან მიყვარს. სპეტაკლებზე ხშირად დავდივარ. მუსიკა და კინოც მიზიდავს. 10 წელი რადიოწამყვანი ვიყავი... ჩემს ოჯახს უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. ჩემი მამინაცვალი მეან-გინეკოლოგი, პროფესორი გახლდათ. ხშირად ამბობდა, რომელ სფეროშიც უნდა მუშაობდე, აუცილებლად იმ საქმის პროფესიონალი უნდა იყოო. მას 2 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს, ასაკით ჩემზე დიდები არიან. მამის პროფესია არც ერთმა არ აირჩია. მე მეუბნებოდა, ჩემი გამოცდილება იქნებ, შენ მაინც გამოიყენოო. მერვე კლასში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩამაბარებინებდნენ. იმდენად ემოციური ვარ, ექიმობას ვერ შევძლებდი. იყო კარგი ექიმი - ეს გმირობაა.

- ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში...

GზაPრესს- ...დიდი როლი ითამაშეს დედამ და ჩემმა გამზრდელმა, დედაჩემის დეიდამ. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, დახვეწილი, განათლებული. ოჯახის წევრები მუშაობდნენ, თავიანთ პროფესიაში რეალიზებული ადამიანები იყვნენ. ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ, კარგად სწავლა იყო. დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ ამის ბრალია ჩემი სიბეცე სამზარეულოში, რაც არ მომწონს... დღესაც შეიძლება ვისწავლო, მაგრამ ახლა საამისოდ დროც ნაკლებად მაქვს და - სურვილიც. სამაგიეროდ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს გაასმაგებული. მეუბნებიან, შენთან თანამშრომლობა გვიადვილდებაო, საქმის დაგეგმვა მიყვარს. პედანტი ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები მეუბნებიან, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. ჩემს პრობლემას, მოწყენილობას მათ არ ვაგრძნობინებ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი. მირჩევნია, უკეთესი ვიყო, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, ჩემი გარეგნობით ძალიან უკმაყოფილო ვარ-მეთქი. ვის მინდა, ვგავდე? მსოფლიოში ყველაზე მეტად 2 ადამიანის გარეგნობა მომწონს: კეტრინ დენევის და ნიკოლ კიდმანის.

- მრცხვენია, როცა...

- ...საჯაროდ მაქებენ, კომპლიმენტს მეუბნებიან. ზოგადად მორცხვი - არა, კომუნიკაბელური ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ჩემი შვილია. ყოველ წამს მასზე ვფიქრობ, მისი ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში უამრავჯერ ვურეკავ.

- როცა შვილი პირველად დავინახე...

- ...ეს სასაცილო მომენტი იყო. მშობიარობის პროცესი გამირთულდა, 18 საათი გრძელდებოდა. ექიმები ჩვენი ოჯახის ახლობლები იყვნენ. ბავშვი რომ დაიბადა, ხელში აიყვანეს და მიეფერნენ, - ნახეთ, როგორი ცხვირ-პირი აქვს, ბებიასავით "კურნოსა" არისო. თვალი ვერ გავახილე, მხოლოდ ის ვიკითხე, - ჯანმრთელია-მეთქი? - კიო. წაიყვანეთ, მომაშორეთ-მეთქი (იცინის).

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი დანაშაულს გრძნობს. ღირსეულია ის, ვინც საკუთარ შეცდომას აღიარებს და პატიებას გთხოვს. ბოდიშის მოხდის არც თავად მრცხვენია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...უკვე იუმორით ვიხსენებ. რაც აღარ შეიცვლება, იმაზე ნერვიულობა არ ღირს. ძალიან მტკივნეული შეცდომები არც დამიშვია.

- წონასწორობას ვკარგავ, როცა...

- ...მატყუებენ. საერთოდ, ჩხუბი და კონფლიქტი არ მჩვევია. თუ ვინმე მაწყენინებს, ერთ დღეს ტელეფონზე არ ვუპასუხებ და ყველაფერი ამით მთავრდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ზღვის სანაპიროზე, ზაფხული იყოს და ჩემს შვილთან ერთად ვისვენებდე. ჩემთვის მთავარია ენერგია, რომელსაც ზღვისგან ვიღებ. ზამთრის კურორტები და თოვლი არ მიყვარს, არც თხილამურებით ვსრიალებ. ზამთარშიც ზაფხულის კურორტებს ვირჩევ.

- სიყვარული ეს...

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება