ბომონდური წვეულება ჟურნალ "ბომონდისგან"

ბომონდური წვეულება ჟურნალ "ბომონდისგან"

ელიტურმა გამოცემა - "ბომონდმა", 9 მარტს, თავის პარტნიორ კომპანიებს, რომლებთანაც მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობს, გაზაფხულის დადგომა მიულოცა და სასიამოვნო საღამოზე ევროპულ რესტორან "ლა ტრუფეში" უმასპინძლა. სტუმრებისთვის წამახალისებელი გათამაშება გაიმართა, რომელსაც "იმედის დილის" წამყვანი - თაკო ჩორგოლაშვილი უძღვებოდა. გამარჯვებულები ბომონდის პარტნიორმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის პრიზებით დაასაჩუქრეს, წიგნის მაღაზია "ბიბლუსმა" კი ბომონდური თავყრილობის წევრებს საჩუქრად წიგნები გადასცა. წვეულებას პარტნიორობას უწევდა კოომპანია "გაგრა ", რომელიც საღამოზე Jim Beam Family -ს პროდუქციით იყო წარმოდგენილი

წვეულებამ, რომელსაც მუსიკალურად იოანე არაბული და მისი ბენდი აფორმებდა, დახვეწილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. თმის მოვლის საშუალებების კომპანია "ბიოქსინმა", ქალბატონებს 25%-იანი ფასდაკლების ბარათები დაურიგა. ბომონდი ერთგულ პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს და მკითხველს სამომავლოდ ბევრ სიურპრიზს პირდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება