ჟანა ფრისკე და დიმიტრი შეპელევი ქორწინდებიან

ჟანა ფრისკე და დიმიტრი შეპელევი ქორწინდებიან

ცნობილ რუს მომღერალს, ჟანა ფრისკეს მისი ვაჟის, პლატონის მამამ - დიმიტრი შეპელევმა ხელი ოფიციალურად სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების შესახებ ხმები ჭორი იყო.

StarHit-ის ინფორმაციით, ტელეწამყვანმა უკვე შეიძინა საქორწინო ბეჭდები, საზეიმო ცერემონია კი პლატონის დაბადების დღის წინა დღეს, 7 აპრილს გაიმართება - მათი შვილი 2 წლის ხდება.

ბოლო ორი წელი ვარსკვლავისთვის უმძიმესი აღმოჩნდა - შარშან მომღერალს თავის ტვინის ნეოპერაბელური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა ფრისკემ ფაქტობრივად დაამარცხა სენი. მთელი ამ დროის განმავლობაში მას დიმიტრი გვერდიდან არ მოშორებია.

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ახლო მომავალში წყვილის ქორწინებას არ ადასტურებს მომღერლის 40 წლის და.

"არავითარი ქორწინება არაა დაგეგმილი! ჯერ გამოჯანმრთელდეს!", - განუცხადა Super.ru-ს ნატალია ფრისკემ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჟანა ფრისკე აშშ-სა და ჩინეთში მკურნალობის კურსს გადიოდა, რის შემდეგაც დასასვენებლად ბალტიისპირეთში იმყოფებოდა. ცოტა ხნის წინ მომღერალი მოსკოვში დაბრუნდა.

ჟანას ხშირად სტუმრობენ ნათესავები და მეგობრები, თუმცა საერთოდ ჯანა ფრისკე და დიმიტრი შეპელევი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ.

მომზადებულია StarHit-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება