ლიზა ყენია საკუთარ მომავალს დათო გომართელის თავს ადარებს - ''ცანცარა, ოდნავ მძიმე ხასიათის გოგონა ვარ...''

ლიზა ყენია საკუთარ მომავალს დათო გომართელის თავს ადარებს - ''ცანცარა, ოდნავ მძიმე ხასიათის გოგონა ვარ...''

მუსიკალურ პროექტ ''ორ ვარსკვლავში'' მიმდინარე მოვლენების პარალელურად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ რაც პროექტი მიკა ჯეჯელავამ დატოვა, მომღერალმა ლიზა ყენიამ პროტესტი ჟიურის მისამართით ასე გამოხატა და ქავერად დათო გომართელის ფოტო დააყენა. მანამდე კი სტატუსი დაწერა, ''დათო გომართელის თავი უფრო ნათელია, ვიდრე ჩემი მომავალიო''.

ლიზა ყენია, მართალია, თავის ნათელ მომავალზე კარგად ხუმრობს, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. სულ ვარჯიშობს და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს.

''ახალი ხმაში'' და ''ერთი ერთში'' წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ლიზა ''X ფაქტორში'' ცდის ბედს. რადგან მაია ჯაბუას შვილია, არ უნდა რომ ვინმე დედის გავლენის ქვეშ მოექცეს და მისივე სურვილით სხვა სახელით და გვარით გამოვიდა სცენაზე. ლიზა სცენაზე გასვლის წინ ისე გარდაისახა, რომ ანრი ჯოხაძემაც კი ვერ იცნო. საინტერესოა, ამჯერად რამდენად გაუმართლებს ლიზას.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება