"ისლამურმა სახელმწიფომ" 19 წლის არაბი ბიჭის სიკვდილით დასჯის ვიდეო გაავრცელა

"ისლამურმა სახელმწიფომ" 19 წლის არაბი ბიჭის სიკვდილით დასჯის ვიდეო გაავრცელა

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტით მორიგი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ისრაელში მცხოვრები არაბის, 19 წლის ბიჭის მკვლელობაა ასახული. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

მამაკაცს, რომლის ვინაობაა სეიდ ისმაილ მუსალამი, ექსტრემისტები ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ და ის სირიაში ჰყავდათ დაკავებული. აღნიშნულ ბრალდებებს მოკლულის ოჯახი უარყოფს.

"ისლამური სახელმწიფო" ამას აკეთებს მხოლოდ ერთი მიზნით, მათ სურთ მთელი მსოფლიოს შეშინება", - განაცხადა დაღუპულის მამამ. სეიდ ისმაილ მუსალამი 2014 წელს თურქეთში წავიდა, როგორც ტურისტი და დაიკარგა. მოგვიანებით, ის ოჯახს დაუკავშირდა და აცნობა, რომ ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის ავთენტურობას ისრაელის პოლიცია ჯერ არ ადასტურებს.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა