სალომე ზურაბიშვილის ემოციური წერილი მეუღლეზე, გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ...

სალომე ზურაბიშვილის ემოციური წერილი მეუღლეზე, გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ...

სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" საკუთარ მეუღლეს ჯანრი კაშიას იხსენებს:

"არ დავიწყების სამი წელი უკვე გავიდა, ელვის სისწრაფით, როგორც წინა ოცი წელი...

და სწორედ ამ ღამეს, სწორედ ეს გვერდი "გადამეშალა" !....

"განსხვავება გარდაცვალებასა და სიკვდილის შორის. გარდაცვალება მხოლოდ თავისუფალ ადამიანს - კაცს შეუძლია, რადგან მას მოპოვებული აქვს სულიერი სხეული. ხოლო სიკვდილი კი იმ ადამიანის ხვედრია, რომელიც მონობაში იმყოფება და ვერ დაუხსნია თავი სულის გასათავისუფლებლად. აქ ისახება ქართულ ტრადიციციის ღრმად რელიგიური სიმბოლიზმი, რომელიც რიტუალების სახით არის შემორჩენილი და დღესაც სრულდება: საიქიოში გასულის ხსენება, მისთვის ლოცვა, "ორმოცი დღის" აღნიშვნა, წლისთავის აღნიშვნა, საფლავისადმი ყურადღება და განუწყვეტელი ხსოვნა ("არდავიწყება") . მეხსიერების ეს შევსებულობა "წასულით", საიქიოშიც ათავისუფლებს მას და აძლევს საშუალებას, განიძარცვოს მონობის სხეული და შეიმოსოს სულიერი სხეული - გათავისუფლდეს და გარდაიცვალოს. (...) ქართული კულტურა საიქიოს გზას და სულის გათავისუფლების შესაძლებლობას უკავშირებს "აქ" მყოფთა საქმეს, მათ მეხსიერებას და მისწრაფებას , გაუადვილოს საიქიოში გასულს ხსნის გზა, ხელი შეუწყოს მის შემოსვას სულიერი სხეულით, რომელიც მას დაასახლებს ღვთიურ მარადიულ სასუფეველში. ამგვარად ქართულ-რუსთველურ ხედვით "განსაწმენდელი" არა "საიქიოში" , არამედ "სააქაოს" სტრუქტურაშია მოსააზრებელი. "აქ" მყოფთა მიერ "იქ " მყოფთა მიმართ ცხოვრება ქმნის გამსაკუთრებული სითბოს და გახსნილობის ველს, რომელშიც ადამიანს უადვილდება არსებობა და თანაცხოვრება", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ რომ მწერალი, მკვლევარი და ცნობილი ტელეწამყვანი ჯანრი კაშია, პარიზში, კარდიოლოგიური ოპერაციის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

"ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი.

ასევე იხილეთ| სალომე ზურაბიშვილი - "ჯანრი იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს