რამდენ დოლარს შეადგენს მსოფლიო ლიდერთა ანაზღაურება

რამდენ დოლარს შეადგენს მსოფლიო ლიდერთა ანაზღაურება

აშშ-ის პრეიზდენტი ბარაკ ობამა მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერია

CNN-ის მონაცემებით, აშშ-ის ლიდერის წლიური ხელფასი 400 ათასი დოლარია. ამერიკაში პრეზიდენტის ხელფასი 2011 წელს გაორმაგდა, როდესაც ქვეყნის სათავეში ჯორჯ ბუში-უმცროსი მივიდა. ბარაკ ობამას საკმაოდ ჩამორჩებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მაღალი ანაზღაურება კანადის პრემიერ-მინისტრს სტივენ ჰარპერს აქვს, რომლის წლიური ხელფასიც 260 ათასი დოლარია. 234 383 დოლარს (216 000 ევრო) შეადგენს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ყოველწლიური ხელფასი. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან გერმანიის კანცლერისა და მინისტრების ხელფასები 2,2%-ით გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ყოველწლიურად 214 782 დოლარს (142 500 ფუნტი) გამოიმუშავებს და ამ თანხაში მისი პარლამენტის წევრობის ხელფასიც (67 060 ფუნტი) შედის.

2012 წელს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა ხელფასი 30%-ით შეიმცირა, რის გამოც ახლა მისი ყოველწლიური ანაზღაურება მხოლოდ 194 300 დოლარს შეადგენს. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ხელფასი 274 522 დოლარი იყო.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა