ევროკავშირში მიღების შემთხვევაში, თურქეთი გაერთიანებას 60 ათას თურქ ჯარისკაცს სთავაზობს. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა.
"ვიდრე ევროკავშირს თავისი არმია არ შეუქმნია, ის ჯერ კიდევ არ არის ძლიერი ძალა. არმიის გარეშე შეუძლებელია გახდე სუპერ ძალა. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება, შეუძლია მისი არმია 60 ათასი ადამიანით უზრუნველყოს", - განაცხადა ბოსკერმა თურქეთში ჩეხეთის ელჩთან შეხვედრისას.
თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 1987 წლიდან წარადგინა. მოლაპარაკებები კი 2005 წლიდან დაიწყო.