როგორია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკა

როგორია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკა

"ფორბსის" უკრაინულმა გამოცემამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკური ზრდის რეიტინგი გამოაქვეყნა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობიდან დღემდე.

რეიტინგის მიხედვით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველო მე-11 პოზიციაზეა, დამოუკიდებლობის 23 წლის შემდეგ კი ეკონომიკური ზრდის მხრივ, პირველ ადგილზე ესტონეთია. სტატიის თანახმად, საბჭოთა კავშირის ყოფილმა ქვეყნებმა განვითარების სხვადასხვა გზები აირჩიეს და ზოგიერთმა მათგანმა ფსონი სახელმწიფო კაპიტალიზმზე დადო. ასე მაგალითად, რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორი დომინირებს, კერძო კომპანიებში წარმოების მცირე წილი მოდის.

ეკონომისტ ბორის კუშკურინის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან საქართველომ ეკონომიკის ლიბერალიზაციის მხრივ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ბოლო წლებში ეს პროცესები შენელდა. მისივე შეფასებით, სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში ადგილობრივ ოლიგარქებს პოლიტიკური გავლენა მხოლოდ საკუთარ რეგიონებში აქვთ, მათი ქონება კი ხშირად საკუთარი ქვეყნის გარეთ არის დარეგისტრირებული.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა