პუტინი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი - რუსული მედია პრეზიდენტის საეჭვო გაუჩინარებასა და მის მძიმე ავადმყოფობაზე

პუტინი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი - რუსული მედია პრეზიდენტის საეჭვო გაუჩინარებასა და მის მძიმე ავადმყოფობაზე

ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გამართული შეხვედრა მისმა პირადმა ოპერატორმა 5 მარტს, წინასწარ ჩაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტისა და ქალბატონების შეხვედრას პრესის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლოს სწორედ 5 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან შეხვედრის დროს გამოჩნდა. მას შემდეგ, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პუტინმა არასაჯარო შეხვედრები გამართა, რომელსაც მხოლოდ ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლის ლიდერმა ყახაზეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. თუმცა, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინი თავს კარგად გრძნობს.

ბოლო ორი დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ| "დათვი ჯერ არ მომკვდარა და უკვე მის ტყავს იყოფდნენო" - ცნობილი ქართველები პუტინის მძიმე ავადმყოფობას ეხმაურებიან

მეტი ინფორმაციისთვის| პუტინის ჯანმრთელობა კრიტიკულ ზღვარზეა? - რუსეთის პრეზიდენტი 1 თვეა აღარ ჩანს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა