"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"

"გია სურამელაშვილი ჩემი შთაგონების წყარო არ ყოფილა" - დათო ფორჩხიძე "თავში ავარდნასა" და "კისრის წატეხვაზე"

დათო ფორჩხიძემ პოპულარობას გემო ახალგაზრდობის წლებიდან და ბოლომდე გაუგო. მის ცხოვრებაში იყო ''თავში ავარდნაც'' და ''კისრის წატეხვაც'', დღეს კი ახალგაზრდა თაობას ურჩევს, პოპულარობის ამ გვერდით ეფექტს მაქსიმალურად აარიდონ თავი.

- ჩემ გარშემო არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პოპულარობაზე არ უოცნებიათ. ისეთ პროფესიას მივყავი ხელი, არასწორი იქნებოდა, რომ ამაზე არ მეოცნება. რაც პოპულარული და უფრო ცნობილი ხარ, შენს საქმეშიც წარმატებული ხარ.

პირველად სკოლაში ვიმღერე, მერე - უნივერსიტეტში. ასმა კაცმა რომ დამიკრა ტაში, ჩემთვის უკვე დიდ რამეს ნიშნავდა. ''კავეენზე'' გამოსვლების შემდეგ ვგრძნობდი, რომ სრულიად უცნობი ადამიანები მცნობდნენ და ლაპარაკობდნენ ჩემზე. ''სახის'' პერიოდი რომ გავიხსენოთ, ერთხელ შალვა რამიშვილმა გვითხრა, ფანებს თქვენთან შეხვედრა უნდათო. მივედით დიდ დარბაზში და ჩვენთვის მოულოდნელად უამრავი თაყვანისმცემელი დაგვხვდა. ამას მოჰყვა პირველი კონცერტი ფილარმონიაში, როდესაც მართლა ანგრევდნენ კარებს. იმ დროს მივხვდი, რომ ეს იყო არა უბრალოდ პოპულარობა, არამედ სუპერპოპულარობა. მინდოდა, ამისთვის ბევრი რამ გამეკეთებინა და გავფრთხილებოდი ისე, როგორც საკუთარ თავს და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამედ ჩავთვალე პოპულარობა.

- სხვათა შორის, გია სურამელაშვილსაც უმტვრევდნენ კარს ფილარმონიაში.

- გია სურამელაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეგობრები არ ვართ და ერთმანეთისგან ყველაფრით ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთს კარგ გამარჯობას ვეუბნებით. იმ დროს მე მყავდა ბევრი კერპი, მათ შორის არ იყო გია სურამელაშვილი და იყო ირაკლი ჩარკვიანი. პოპულარობის კუთხით ის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამას რომ ვამბობ, ზოგი ფიქრობს, ვღადაობ, არადა, სავსებით სერიოზულად ვამბობ. ის, რომ გია სურამელაშვილიც პოპულარული იყო, ლექს-სენი, მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია და მეც პოპულარული ვიყავი, ეს მე არც მაკნინებს, არც მამაღლებს.

- როცა პოპულარობამ გარკვეული ხნით ზურგი გაქცია, არ გქონია დეპრესია?

- მინიმუმ, ათი წელი არავის ვახსოვდი. როცა ვიღაცები მეკითხებოდნენ, ჯიუტად ვამბობდი, რომ ჩემთან პოპულარობა თვითონ მოვიდოდა და ასეც მოხდა. როცა მოვიდა, მე მას კარგად დავხვდი. იმ ჩავარდნის დროითაც ვამაყობ. რასაკვირველია, დღესაც დავუშვებ შეცდომას და შესაძლოა, ამ ინტერვიუთიც ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ ბევრის გულის მოგებაც მინდა. არა მგონია, ცუდი რამ მინდოდეს.

- უარყოფითი რა აქვს პოპულარობას?

- საქართველოში პაპარაცები არც ერთ ცნობილ ადამიანს არ დასდევენ, ასეთ დონეზე არავის აღიარებენ. იმითაც უნდა დაკმაყოფილდე, როცა გეუბნებიან, მევასები და კაი ტიპი ხარო. თუკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ ჩავთვლით, სუპერავტორიტეტი ქვეყანაში არ გვყავს. სოციალურმა ქსელებმა კი სააშკარაოზე გამოიტანა ადამიანების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. მე მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ჩემზე გაკეთებული კომენტარი ჩემი ოჯახის წევრებმა არ ნახონ. თავად ეს კომენტარები მე ნაკლებად მანერვიულებს, სოციალურ ქსელში ჩემი გვერდიც არ მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება