მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' განცხადებას აქვეყნებს და მუსიკალურ საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა ამოიღონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ ,,შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?!
არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა ,,მაფიოზები" მოკალათდნენ ტელევიზიებში?!
რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს….