ყაზანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ყაზანში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ყაზანის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. "2015 წლის 13 მარტის დილის ხუთი საათის მონაცემებით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 10-ს მიაღწია. 04:58 საათზე მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. სავაჭრო ცენტრ "ადმირალთან" სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს", - წერია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

ყაზანის სავაჭრო ცენტრში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა, შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა შენობა და გასაყიდი საქონელი. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავაჭრო ცენტრში მდებარე კაფეს თანამშრომლების დაუდევრობა გახდა. ქალაქი ყაზანი რუსეთის ფედერალური სუბიექტის - თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა