მოსკოვის თავზე კრემლის სპეცკავშირის სისტემის კუთვნილი ვერტმფრენები დაფრინავენ

მოსკოვის თავზე კრემლის სპეცკავშირის სისტემის კუთვნილი ვერტმფრენები დაფრინავენ

მოსკოვის თავზე კრემლის სპეცკავშირის სისტემის კუთვნილი ვერტმფრენები დაფრინავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვლასტი.ნეტი" იტყობინება.

თვითმხილველების ცნობით, მოსკოვის ცენტრთან ახლოს, ქუჩაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეცკავშირის ერთ-ერთი ვერტმფრენი დაფრინდა, მეორე ვერტმფრენი კრემლის ტერიტორიაზე შენიშნეს. სოციალური ქსელებით ბლოგერებიც მსგავს ცნობებს ავრცელებენ.

ვრცელდება ვერტმფრენების გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეცკავშირის სისტემის სამსახური რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან, სარაკეტო თავდაცვის, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული ბირთვული ძალების სამსახურებთან თანამშრომლობს. ვერტმფრენების გადაადგილების შესახებ ოფიციალური წყაროები კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთი კვირაა საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა ავადაა, თუმცა, ამ ინფორმაციას მისი პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი არ ადასტურებს.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ| "კანი დაიჭიმა" - რას ამბობს რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ პუტინის გაქრობაზე

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა