პუტინი მოკვდა? - რუსეთის პრეზიდენტის ბედის შესახებ საიტი გაჩნდა

პუტინი მოკვდა? -  რუსეთის პრეზიდენტის ბედის შესახებ საიტი გაჩნდა

ინტერნეტში კვლავ ამუშავდა პოპულარული საიტი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი ბოლო დღეების მთავარ კითხვაზე - ცოცხალია თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

როგორც ცნობილია, რუსეთის ლიდერი 5 მარტიდან მოყოლებული არ გამოჩენილა, სახელმწიფო მედია საშუალებები კი მის ძველ განცხადებებს აქვეყნებენ და ერთი კვირის წინანდელ ფოტოებს  ახალ გადაღებულად "ასაღებენ". მას შემდეგ, რაც მისი დაავადების შესახებ ჭორები ანტიპუტინური ისტერიის ყოვლისმომცველ მასშტაბებს გასცდა, ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა ჰიპოთეზები გამოჩნდა იმის შესახებ, რომ პუტინი გარდაიცვალა.

საიტზე putinumer.com არის მხოლოდ ერთი გვერდი და ერთადერთი კითხვა: "მოკვდა კი, პუტინი?" მომხმარებლებს, რომლებსაც ამ ინფორმაციის შემოწმება სურთ, საიტი ყოველ ჯერზე ახლებურ შედეგს აძლევს.

ოფიციალური კრემლი დაჟინებით უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო სიკვდილთან დაკავშირებულ ჭორებს. პუტინის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მის უფროსს ყველაფერი წესრიგში აქვს და უკვე მომავალ კვირას გამოჩნდება ხალხში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა