ვლადიმერ პუტინი ცოცხალი და უვნებელია? კრემლმა პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ფოტო გაავრცელა

ვლადიმერ პუტინი ცოცხალი და უვნებელია? კრემლმა პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ფოტო გაავრცელა

ვლადიმერ პუტინის სიკვდილ-სიცოცხლესთან დაკავშირებული ამბები მთელ მსოფლიოს მოედო. ეჭვების მიზეზად მისი გაუჩინარება იქცა. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია ვლადიმერ პუტინისა და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ლებედევის შეხვედრის შესახებ.  პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ფოტოებსაც ავრცელებს.

როგორც ირკვევა, შეხვედრა ქალაქგარეთ ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შედგა. ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლო ერთი კვირაა არ გამოჩენილა. მან გააუქმა ყაზახეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიც, რის გამოც მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალაპარაკდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, პუტინი თავს კარგად გრძნობს და ის პერიოდულად დახურულ შეხვედრებს მართავს. ორშაბათს კი იგი სანკტ-პეტერბურგში, ყირგიზეთის პრეზიდენტ ალბაზბეკ ატამბაევს შეხვდება.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა