პუტინის ადმინისტრაცია ძველ ფოტოებს ახლად "ასაღებს"? - ხალხის კომპრომატი კადიროვისთვის ნაჩუქარი საათის სახით

პუტინის ადმინისტრაცია ძველ ფოტოებს ახლად "ასაღებს"? - ხალხის კომპრომატი კადიროვისთვის ნაჩუქარი საათის სახით

როგორც კრემლის ადმინისტრაცია ირწმუნება, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელ ვიაჩესლავ ლებედევთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ფოტოებსაც ავრცელებს. კრემლის საიტზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა ქალაქგარეთ ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შედგა. თუმცა, საზოგადოებაში არსებული მითქმა-მოთქმა გამოქვეყნებული სურათების ხილვამაც კი არ ჩააცხრო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოსაზრებები, რომ კრემლის მიერ გამოქვეყნებული სურათები სინამდვილეში სულაც არ არის ახალი.

ამის დასტურად, მათ შეხვედრის დროს, მაგიდაზე არსებული საათი მოაქვთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კადიროვს გადაეცა საჩუქრად.

"გამომშვიდობების დროს მე ძვირფასი საჩუქარი მაჩუქეს - საათი, რომელიც ვლადიმერ პუტინის სამუშაო მაგიდაზე იდგა", - წერს კადიროვი.

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაშე ბოლო ერთი კვირაა არ გამოჩენილა. მან გააუქმა ყაზახეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიც, რის გამოც მედია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალაპარაკდა.

იხილეთ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ამბავი თეგზე #პუტინი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა