ვანუატუს დედაქალაქი განადგურებულია

ვანუატუს დედაქალაქი განადგურებულია

ქარიშახლმა "პემმა" ვანუატუს დედაქალაქი დაანგრია. BBC-ის ინფორმაციით, პორტ-ვილას შენობების 90% დანგრეულია. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები არ არის. სხვადასხვა ინფორმაციით, დაღუპულია 8-დან 44 ადამიანამდე. მაშველების ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანა ძირითადად, კუნძულებისგან შედგება, არსებობს საშიშროება, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როცა ყველა კუნძულთან კონტაქტის დამყარება მოხდება. ათასობით ადამიანი დროებითი მოთავსების ბანაკებშია გადაყვანილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ვანუატუს კუნძულებთან მიახლოების მომენტში ქარიშხლის სიძლიერე მაქსიმალურად 5 ბალით ფასდებოდა. ქარის სიჩქარემ "პემის" მოქმედების ზონაში 270 კილომეტრ-საათი შეადგინა.

იხილეთ გალერეა

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა