ცნობილი რუსი მომღერლის, ჟანა ფრისკეს მდგომარეობას ასიათასობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს. შესაბამისად, მომღერლის მეუღლის, შოუმენ დიმიტრი შეპელიოვის ინტერვიუ ბევრისთვის საინტერესო აღმოჩნდა. შეპელიოვი მეუღლის მდგომარეობაზე საუბრობს და ყვება, თუ როგორ ცხოვრობენ ის და ჟანა დღევანდელი დღით. წყვილი გრძელვადიან გეგმებზე აღარ ფიქრობს, პირიქით, ჟანას ყოველდღიური გამძლეობითა და წარმატებით ხარობს.
ცოტა ხნის წინ, ჟანამ სასიამოვნოდ გააოცა მეუღლე, როცა მივლინებიდან დაბრუნებულს აეროპორტში დახვდა. "ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა აეროპორტში თავის ფეხით. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი მიღწევაა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჟანას გულშემატკივრობს, მაგრამ ხშირად მისი ჯანმრთელობის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს იჩენენ. სენსაციებზე მონადირეებს ვგულისხმობ...
მაგრამ ჩვენ ასე განვსაჯეთ: ცხოვრება ხვალისთვის არ უნდა გადადო, არ უნდა იცხოვრო მუდამ "ხვალის" მოლოდინში . მე და ჩემი ცოლი რესტორანშიც დავდივართ და ქუჩაშიც ვსეირნობთ. დამალვა არც გვიფიქრია" - ამბობს დიმიტრი.
როგორც ტელეწამყვანი ამბობს, სამსახურს მიღმა მთელ დროს ოჯახს უთმობს, განსაკუთრებით კი შვილს, პლატონს. "სიამოვნებით ვიყოლებდი მეორე შვილსაც. თუ სამუშაო დღეებში ვერ ვიცლი, შაბათ-კვირას აუცილებლად შვილთან ვატარებ. ვთამაშობთ, ვკითხულობთ, ვსეირნობთ, ერთად ვჭამთ და ერთად გვძინავს. საოცარი სანახავია როგორ იზრდება და იცვლება" - აცხადებს ტელეწამყვანი.
ერთ თვეში პლატონი 2 წლის ხდება, თუმცა ჟანა და დიმიტრი გრანდიოზული დღეობის გადახდას არ აპირებენ. "გრძელვადიან გეგმებს არ ვსახავთ, მთავარია ჩვენი შვილის დაბადებიდ დღეზე მთელი ოჯახი ისევ ერთად ვიყოთ. მთელი ცხოვრება ვიბრძვით ანტურაჟისთვის, ფულს ვხარჯავღ მოგზაურობებში, ფუფუნებაში, ძვირფას ნივთებსა და კომფორტში. არადა ყველაზე მთავარია შენთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით იყო. მინდა სამივე ერთად ვიყოთ სახლში, მეტი არაფერი გვჭირდება... სხვა ყველაფერი გვაქვს".