როგორ დააღწია მსახიობმა მაია ლომიძემ კაზინოს თავი

როგორ დააღწია მსახიობმა მაია ლომიძემ კაზინოს თავი

რამდენიმე დღის წინ, ''პალიტრა TV''-ის გადაცემა ''მიმიხვდის'' ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი მაია ლომიძე გახლდათ. მისმა ემოციურმა თამაშმა მოწინააღმდეგეები ძალიან ახალისა და სიცილისგან ატირა კიდეც. არანაკლები რეიტინგი მოიპოვა ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა გადაცემის ჩანაწერმა. გადავწყვიტეთ, მსახიობი უკეთ გაგვეცნო და გავსაუბრებოდით...

- არც ერთი თეატრის შტატში არ ვარ და სპექტაკლებში მიწვევით ვმონაწილეობ. რუსთაველის სარდაფიდან დავიწყე და მონაწილეობა მაქვს მიღებული მარჯანიშვილის, ათონელის და სხვა არაერთი თეატრის სპექტაკლებში.

ამ ეტაპზე თავისუფალ თეატრში ვარ. სარდაფში ყველაზე მეტი როლი მაქვს ნათამაშები. ვმუშაობდი ლევან წულაძესთან, ნინო ბასილიასთან, ნინო ლიპარტიასთან და სხვა რეჟისორებთან. მოწანწალე მსახიობი ვარ (იღიმის).

- ხშირად მსახიობობა ''ოჯახური ტრადიციის'' გაგრძელებაა. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ პროფესიაზე?

- ამას ხშირად მეკითხებოდნენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ჩნდება ეს შეკითხვა, როცა თეატრალურში სამსახიობო ფაკულტეტზე აბარებ. მაშინ ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ ამ გადასახედიდან მესმის და აღარ მაქვს ისეთი მძაფრი რეაქცია. მნიშვნელობა აქვს, რა პროფესიის ადამიანების ოჯახში იზრდები. ჩემს თავზე არ ვამბობ, არამედ ზოგადად, ადამიანი მთაში გაიზრდება, ბარში თუ ხელოვანების წრეში, სულერთია, თავის ნიჭს მაინც გამოავლენს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, აქვს მნიშვნელობა, რამდენად არიან ოჯახში ამ სფეროს წარმო-მადგენლები, კარგია თუნდაც ის, როცა შინ საუბრობენ ამ თემაზე.

- ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- ძალიან არ გამრთულებია. დედა ნორმალურად შეხვდა, მეგონა, ძმა და მამაჩემი ვერ გამიგებდნენ, მაგრამ მამას მეგობარს ლექსი წავუკითხე და მას ვთხოვე, დალაპარაკებოდა და ჩემი სურვილის შესახებ ეთქვა. მართლაც გაესაუბრა და მამაჩემი ''მოტყდა''. როცა მას წინააღმ-დეგობა არ გაუწევია, თავისთავად ჩემს ძმასაც არაფერი უთქვამს. თეატრალურში რეზო მირცხულავას ჯგუფში მოვხვდი, მერე ოთარ ბაღათურიასთან გადავინაცვლე. ორივეგან კარგი ჯგუფელები მყავდა და თითქმის ყველა დღეს მოქმედი მსახიობია - სცენაზე დგანან და ფილმებშიც იღებენ.

- ბევრმა მსახიობმა გადაინაცვლა სხვა სფეროში, ამაზე გიფიქრიათ?

- არა, არასოდეს. ჩემს ქმარსაც უთქვამს ჩემთვის, ეს პროფესია ზუსტად არის შენზე მორგებულიო. ამ თემაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ''არ'' კი არა, ''ვერ'' შევძლებ, უბრალოდ იმიტომ, რომ არ გამომივა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება