ბიძინა ივანიშვილი - შეიძლება, ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ

ბიძინა ივანიშვილი - შეიძლება, ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ

განახლება: "ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი და სასიხარულო ეკონომიკური ზრდა" - ბიძინა ივანიშვილი

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის აზრით, საზოგადოებამ ხელისუფლების არჩევის უფლება დაიბრუნა, რაც აქამდე გარეთ, სამეგობროში წყდებოდა. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ეთერში , ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.

"მოსახლეობა თუ ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს სწორად ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება, ჩვენ ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ.

მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვისგან ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა, გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება საკუთარ თავზე გადავიტანეთ - სამოქალაქო ომი ვიწვნიეთ, შემდგომ დანგრეული ქვეყანა და მასობრივი კორუფცია და მესამე მთავრობას თუ გავიხსენებთ, ყველაზე დიდი უბედურება, ორივე ერთად გაერთიანებული – მოძალადე ხელისუფლება მივიღეთ და მე ანალიზს არ ვაპირებ დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" რას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსახლეობას დაუბრუნდა საკუთარი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა. "საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ აირჩიოს და როგორ. ეს საკითხები ისე იყო გადადებული "ნაციონალური მოძრაობის" დროს, თუ გახსოვთ, აქ აქცენტსაც აღარ აკეთებდნენ, რომ აქ ასარჩევი იყო. ვიღაც იტყოდა გარეთ, ჩვენი სამეგობროდან და ის გადაწყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და როგორ უნდა არჩეულიყო პარლამენტი. მოსახლეობას ახლა ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ" - ბიძინა ივანიშვილი "კვირის 20/30"-ის მიზნებსა და სხვა დეტალებზე

ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

"ნაციონალები" ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილო იყოს და არჩევნებსაც არ დაელოდონ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა