ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, დღეს პუტინი პირველად გამოჩნდება - ვის უმასპინძლებს რუსეთის პრეზიდენტი სანკტ პეტერბურგში

ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ, დღეს პუტინი პირველად გამოჩნდება - ვის უმასპინძლებს რუსეთის პრეზიდენტი სანკტ პეტერბურგში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ატამბაევის ადმინისტრაციის ცნობით, ყირგიზეთის პრეზიდენტი უკვე რუსეთში იმყოფება. შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში უნდა შედგეს. იქნება თუ არა შეხვედრა მედიისთვის ღია, ჯერჯერობით უცნობია.

ვლადიმერ პუტინი 5 მარტის შემდეგ საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია.

პუტინის ავადმყოფობასა და გარდაცვალებასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმას კრემლი უარყოფს და აცხადებს, რომ ის კარგადაა და პერიოდულად არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა