პოპულარულმა ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა. როგორც მისი "ფეისბუქის" გვერდზე დადებული სურათებიდან გახდა ცნობილი, ბეგაშვილმა თმა ქერად შეიღება. სიახლემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ერთმა ნაწილმა ტელეწამყვანს ახალი იმიჯი მოუწონა, ხოლო მეორე ნაწილმა იგი მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა.