მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს. განცხადება ამის შესახებ მომღერალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კიკაბიძის განცხადებით, ამ იდეას მისი მეუღლე მხარს უჭერს.
"გუშინ ვუთხარი ჩემს მეუღლეს, მოდი, უკრაინას თავშესაფარი ვთხოვოთ. ის დამეთანხმა", - აღნიშნა ბუბა კიკაბიძემ.
მომღერლის თქმით, უკრაინის მთავრობაში ქართველი მინისტრები ქვეყანას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან.
"მე მათ ყველას ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, მაგალითად, ეკა ზღულაძე. ძალიან ჭკვიანია, ისეთი, რომ იმის იქით არ არის. დარწმუნებული ვარ ისინი მაქსიმალურად არ დაიშურებენ ძალას და უკრაინას კრიზისის დაძლევაში დაეხმარებიან", - ამბობს კიკაბიძე, რომელსაც კიევში ნაციონალური პრემია "წლის ადამიანი" უნდა გადასცენ.