ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" გაიმარჯვა. "ბიბისის" ცნობით, არჩევნებში მონაწილეთა ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია. წინასწარი შედეგებით, "ლიკუდი" 120-ადგილიან ქნესეთში 29 ადგილს დაიკავებს, მისი კონკურენტი მემარცხენე-ცენტრისტული პარტია კი 24 ადგილს. თუ მონაცემები არ შეიცვალა, კოალიციის შექმნა ნეთანიაჰუს სხვა პარტიებთან ერთად მოუწევს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა თელ-ავივში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა, ის უკვე ესაუბრა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ლიდერებს მთავრობის ფორმირების შესახებ. ნეთანიაჰუმ ჩატარებულ არჩევნებს "ლიკუდის" უდიდესი გამარჯვება უწოდა. მმართველი პარტიის მომხრეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გამარჯვებას. არჩევნების ჩატარებამდე ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მეოთხე ვადით გამარჯვების შემთხვევაში, ის არ დაუშვებს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა