ბაბე გიორგი ვარდოსანიძესთან მიწერ-მოწერას ასაჯაროებს - დაინგრა თუ არა მსახიობის ოჯახი მის გამო

ბაბე გიორგი ვარდოსანიძესთან მიწერ-მოწერას ასაჯაროებს - დაინგრა თუ არა მსახიობის ოჯახი მის გამო

ერთი თვის წინ ''რეიტინგმა'' სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მაშინ წყვილმა ყველაფერი უარყო და, რა თქმა უნდა, ისევ ''ჭორიკანა'' ჟურნალისტებს დაგვბრალდა ''ტყუილების დაწერა'', თუმცა ძალიან მალე ჯერ სალომემ დაადასტურა, რომ ერთად აღარ იყვნენ, მოგვიანებით კი ვარდოსანიძემაც აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა და საერთო ბინასაც ყიდდა. დაშორების მიზეზად სალომეს რთულ ხასიათსა და გიორგის ქალების მიმართ სიყვარულს ასახელებდნენ.

ამბობენ, რომ სალომემ ''ფეისბუქზე'' გიორგის პირადი მიმოწერა წაიკითხა სხვადასხვა გოგონასთან და ოჯახური სკანდალიც ამას მოჰყვა. ვარდოსანიძემ ესეც უარყო, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სალომემ ნამდვილად წაიკითხა გიორგის ჩატი და მათ შორის ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც გიორგი წერდა, მოცეკვავე მარი ბაბეტა იყო, ჭორის ამბავი მასთან გადავამოწმეთ.

- გასულ კვირას ერთი საინტერესო ჭორი გავრცელდა შენ შესახებ. მსახიობსა და ტელეწამყვან გიორგი ვარდოსანიძეს თუ იცნობ და რა ურთიერთობა გაქვს მასთან?

- მეგობრები არ ვართ, მაგრამ კოლეგები - კი. ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით. ''ხუთი ნახვით შეყვარებას'' იღებდა ''კომედი ჯგუფი''. შემდეგ ''ფეისბუქზე'' დავიმატეთ ერთ-მანეთი. რამდენიმეჯერ ''რუსთავი 2''-ის შენობაში შევხვდით, ხანდახან სოციალურ ქსელში მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს.

- იცი, რომ სალომეს დაშორდა? იცნობ სალომეს?

- სალომეს პირადად არ ვიცნობ. არც ის ვიცი, მე თუ მიცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაუსწრებლად მიცნობს. არანაირი შეხება არ მაქვს, არც ჩემი მეგობარია და არც კოლეგა, მას ცეკვის თავისი სტილი აქვს. ვიცი, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც გავიგე, სალომემ გიორგის ''ფეისბუქის'' ჩატი წაიკითხა.

- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, ამბობენ, რომ ნახა შენთან მიმოწერაც, რაც მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო წასაკითხი აღმოჩნდა.

- არ არის გამორიცხული, რომ ჩვენიც წაეკითხა და არ ესიამოვნებოდა, მაგრამ ეს დაშორებაზე რამდენად მოახდენდა გავლენას, არ ვიცი. მე გავხდი თუ არა მათი დაშორების მიზეზი, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

- რას გწერდა გიორგი, რაც შეიძლებოდა, სალომეს არ მოსწონებოდა?

- მომიკითხავდა ხოლმე, მწერდა, რომ კარგი ტატუები მაქვს, კოცნებს მიგზავნიდა. მეგობრული დიალოგები გვქონდა. იქ სხვა ურთიერთობაზე ''ნამიოკი'' არ ყოფილა. ძალიან ღრმა ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს კოცნას ვუგზავნიდით, ეს რა დასამალია.

- ბოლოს როდის ისაუბრეთ სოციალურ ქსელში?

- დაახლოებით ერთი თვის წინ.

- შენახული გაქვს ჩატი?

- დიახ, არასოდეს ვშლი ჩატს. ყველაფერი შენახული მაქვს. თავისუფალი ადამიანი ვარ და გვერდში ისეთი ადამიანი არ მყავს, რომ ჩემი ჩატი წაიკითხოს, რომც მყავდეს, ამის უფლებას არ მივცემ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება