ევროპარლამენტი უკრაინას 1.8 მლრდ ევროს გამოუყოფს

ევროპარლამენტი უკრაინას 1.8 მლრდ ევროს გამოუყოფს

ევროპარლამენტი უკრაინისათვის მაკრო-ფინანსური დახმარების სახით, 1.8 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ "უნიანი" იტყობინება. გამოყოფილი თანხა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას და დაგეგმილი რეფორმების გატარებას მოხმარდება.

ევროპარლამენტმა უკრაინას თანხის მიღების სანაცვლოდ გარკვეული პირობებიც წაუყენა. კერძოდ, კიევმა უნდა უზრუნველყოს ეფექტური დემოკრატიულ მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ პირობების შესრულებას მონიტორინგს ევროკომისია და საგარეო უწყება გაუწევს.

უკრაინისათვის ფინანსური დახმარების შესახებ მსჯელობა გასულ თვეს დაიწყო. საკითხის განხილვის დროს კიევისთვის ფინანსური დახმარების გადაცემას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუჭირა მხარი.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა