ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის გადასაღებად 700 000 ლარი სჭირდება

ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის გადასაღებად 700 000 ლარი სჭირდება

მას შემდეგ, რაც ელდარ შენგელაია გაეცნო ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის პიესას ''წასვლა'', ახალი ფილმის შექმნის იდეა გაუჩნდა. ორი წლის წინ, ჩვენთან შეხვედრისას, დიდი სიხარულით ლაპარაკობდა ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე და მალე სცენარიც მზად ჰქონდა.

ამა წლის იანვარში გამოვლინდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი ფილმის დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და დიმიტრი მამულია. ელდარ შენგელაიას ახალმა პროექტმა კი კონკურსში ვერ გაიმარჯვა. დღეს ამ სატირული კომედიის წარმოების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას...

სცენარზე გოგა ხვედელიანთან ერთად ვიმუშავე და უკვე მზად არის, მაგრამ ფილმის გადასაღებად ფული არ გვაქვს. სცენარი კინოცენტრის კონკურსზე წარვადგინე, სადაც ჩაჭრეს. მერაბ კოკოჩაშვილი და მე, ასე ვთქვათ, ''არ გაგვიშვეს''. პრეზიდენტი ნაზარბაევი თავის დროზე 9 აპრილის კომისიაში იყო, ისევე როგორც მე, და მაშინ დავახლოვდით. მას მივმართეთ და ფილმის გადასაღებად გარკვეულ თანხას ყაზახები გაიღებენ. გარდა ამისა, მყავს ესპანელი ოპერატორი, გვარად გორკა, და ამ პროექტის განხორციელებისას ფილმის შექმნაში ესპანეთის მხარე აპარატურით ''შემოდის'', ანუ ამ ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. გამოდის, რომ ყაზახეთი და ესპანეთი მაძლევენ ფულს, მაგრამ საქართველო - არა.

- მას შემდეგ, რაც ეროვნულ კინოცენტრში თქვენმა პროექტმა ვერ გაიმარჯვა, რამდენიმე კვირა გავიდა, თუ გამოგეხმაურათ ვინმე?

- არავინ გამომხმაურებია. კინოცენტრის მხრიდანაც არაფერი - ეს ჩვეულებრივი ამბავიაო.

- ბუნებრივია, თქვენი ფილმი კოპროდუქცია იქნება. რა თანხაა საჭირო საქართველოს მხრიდან?

- მაქსიმუმ 700 ათასი და მინიმუმ 500 ათასი ლარი.

- კოპროდუქციის შემთხვევაში, მსახიობების ნაწილი უცხოელია ხოლმე. ამ თემაზე გიფიქრიათ?

- არა, ასეთ თემებზე ჯერ არ ვფიქრობ, რადგან სცენარი არ არის მიღებული და ვერც კასტინგი ჩატარდება. თუ გამოჩნდება დაფინანსება, მერე ჩავატარებ კასტინგს და მაშინ გადაწყდება, ვინ ითამაშებს ფილმში. ვინაიდან სურათს ყაზახეთის მხარე აფინანსებს, შეიძლება, ერთი არტისტი ყაზახეთიდან იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება